დავით სერგეენკო ვანო მერაბიშვილის განაჩენს გამოეხმაურა

  დავით სერგეენკო ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს. “როცა მე 2012 წლის ოქტომბერში სამინისტროში მოვედი, დასაქმების პროექტი უკვე შეჩერებული იყო. ის მე არ გადმომიბარებია ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო პროექტები და უშუალოდ ჩართული არ ყოფილვარ ამ საქმეში. ინფორმაციით, რომელსაც ვფლობ, დარეგისტრირებული იყო მოსახლეობის დიდი რაოდენობა, დაახლოებით 400 000 შევსებული ანკეტა აღვწერეთ და შევინახეთ დოკუმენტების სახით. ამ პროექტის შემფასებლად მე არ გამოვდგები. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვერ შევაფასებ. მივიღეთ ის, რაც არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები