გიორგი გაბუნია – ბრიტანეთის სანქციებზე: საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას უკვე დიდი ხანია ვხედავთ, რაც არც სამართლიანია და არც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების სტანდარტებს შეესაბამება – საქართველოს აქვს დამოუკიდებელი, სუვერენული პოლიტიკა, არავის მივცემთ უფლებას, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერიონ

“არ ვიცი, დიდმა ბრიტანეთმა რა ფაქტორებით იხელმძღვანელა ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ, ზოგადად, საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, რაც არ არის არც სამართლიანი და არც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების სტანდარტებს შეესაბამება,” – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოს აქვს დამოუკიდებელი, სუვერენული პოლიტიკა და საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას არავის მისცემს. მისივე თქმით, ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია, რაც დაფიქსირებული აქვს პოზიცია, რომ უცხო ფულით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმართვას არ დაუშვებს.

“საქართველოს აქვს დამოუკიდებელი, სუვერენული პოლიტიკა, არავის მივცემთ უფლებას, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერიონ, საქართველოში უცხო ფულით მოხდეს შიდა პოლიტიკური პროცესების წარმართვა – ამას ხელისუფლება არ დაუშვებს და აქ პოზიცია, უკვე დიდი ხანია, დაფიქსირებულია. ფარცხალაძესთან დაკავშირებით რა მოხდა და რა გარემოებებს დაეფუძნა მისი დასანქცირება, მე არ ვიცი, რადგან დიდი ბრიტანეთის მხარესაც არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება და არ ვიცით რას ეფუძნება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასე რომ, კონკრეტული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება,” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები