“ამერიკის ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეუშალოს ხელი რადიკალიზმის, ძალადობრივი ენისა და ძალადობრივი ქმედებების გავრცელებას” – მახაშვილი

“ამერიკის ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეუშალოს ხელი რადიკალიზმის, ძალადობრივი ენისა და ძალადობრივი ქმედებების გავრცელებას ამერიკულ საზოგადოებასა და პოლიტიკაში”, – ამის შესახებ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.

ის აშშ-ში მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„რა თქმა უნდა, მივესალმებით ნებისმიერი ხელისუფლების ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში რადიკალიზმისა და ძალადობრივი ენის გავრცელების შეფერხებისკენ. სამწუხაროდ, გვაქვს მსგავსი მაგალითები. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ ძალადობრივ ჯგუფებს, რომელთა მთავარი მოტივაცია არის არა პოლიტიკურ დისკუსიებში კონსტრუქციის შემოტანა, არა ნორმალური, ცივილური საუბრები, არამედ ლანძღვა-გინება, სიძულვილის ენა, მივარდნები“, – აცხადებს მახაშვილი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ულტრამემარცხენე ანტიფაშისტურ მოძრაობას, „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები