“ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ზრუნვა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მათ სოციალურ პირობებზე” – პაპუაშვილი

“გრძელდება კახა კალაძის მხრიდან, ერთი მხრივ, თბილისის მოქალაქეებისთვის იმ შედეგების წარდგენა, რასაც 4 წლის განმავლობაში მან მიაღწია როგორც მერმა და, მეორე მხრივ,, სამომავლო გეგმების შეთავაზება”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ის თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო.

„მოვისმინეთ დღეს, თუ რა გაკეთდა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით – 100 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება თბილისის მოქალაქეებს, 30 სხვადასხვა პროგრამას და დღეს დაანონსდა, რომ დაემატება სხვა პროგრამებიც, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამ მხრივ, თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ზრუნვა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მათ სოციალურ პირობებზე და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი შეთავაზებებია, რასაც ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა ექნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები