“როგორ უტოპიურ მდგომარეობაშიც არის დღეს ოპოზიცია, მათი განცხადებებიდანაც ჩანს” – მარიამ ლაშხი

“როგორ უტოპიურ მდგომარეობაშიც არის დღეს ოპოზიცია მათი განცხადებებიდანაც ჩანს. „მშვიდობიანი დამხობა“ ეს ორი ტერმინი ერთობლიობაში არაფრის მომცემია და არაფრის მომცემია ყველა ის ცრუ დაპირება, რასაც ისინი მოსახლეობას ჰპირდებიან”, – ამის შესახებ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

„შინაარსისგან დაცლილი და მხოლოდ დამხობის და გადატრიალების მცდელობებით ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში, სადაც არის დემოკრატია, სადაც კანონის უზენაესობა არის, ვხედავთ, რომ მსგავსი ტიპის ნებისმიერი განაცხადი იქნება კანონის მაღალი სტანდარტით დაცული“, – განაცხადა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები