რუსების თავდასხმას ზაპოროჟიეზე მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსების თავდასხმამ ზაპოროჟიეზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

ხანძარმა 350 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა.

სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ლიკვიდაციაში 78 მაშველი და 17 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები