გიორგი ჩაკვეტაძე: ე.წ. რევოლუციური სცენარი განწირულია წარუმატებლობისთვის

“ე.წ. რევოლუციური სცენარი, რაც თენგოს გეგმიდან არის ანიტას გეგმად გადაკეთებული, განწირულია წარუმატებლობისთვის,” – ამის შესახებ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„არ გადაუცდეთ ფეხი და რაიმე კანონდარღვევა არ ჩაიდინონ, თორემ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება. საქართველოს სუვერენიტეტი არის განმტკიცებული ისე, როგორც არასდროს. არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ქვეყნის განვითარებაში რაიმე დესტრუქცია შემოიტანოს“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები