დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

პროცესი ოფიციალურად მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარე უმეტეს სასწავლო დაწესებულებებში დღეიდან იღებს სტარტს.

მოსწავლეებს სწავლის დაწყება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მიულოცა.

„ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით პირველკლასელს, მასწავლებელს, მშობელს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც პირველად შეაბიჯებენ სკოლაში და მიუსხდებიან მერხებს“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები