ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ასეთ ავანტიურისტებს ახალგაზრდებმა თავი არ გამოაყენებინონ

“ალბათ, ეს იქნება ამ რევოლუციური სცენარების სერიალის დასასრული საქართველოში”, – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა “მშვიდობიან დამხობასთან” დაკავშირებით.

“რომელ გონიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეიძლებოდა ექვემდებარებოდეს ის, რაც ოპოზიციამ კოლექტიურად გააკეთა – ხალხის არჩევანი, ის მანდატები, რომელიც ხალხმა მათ მიანიჭა, ადგნენ და არ გამოიყენეს და არჩევანი ხალხს სახეში შეაყარეს?! აქ ხომ ნორმალური პოლიტიკოსის ლოგიკა არ არის. აქედან გამომდინარე, არც ამ 4 ოქტომბრის ლოგიკაში უნდა ვეძებოთ ჩვენ რაიმე რაციონალური.

თუ აქ მხოლოდ გარე კარნახი და მითითებაა გადამწყვეტი, მაშინ შეიძლება ერთი რამ ვივარაუდოთ – მათი მიდგომა საქართველოს პოლიტიკის მიმართ არის საბოლოოდ გაბანკროტებული, თუ ამაზე უკეთესი ვერაფერი ვერ მოიფიქრეს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთ რამეზე ვწუხვარ ხოლმე მე პირადად და ყოველთვის ვამბობ, რომ ასეთ ავანტიურისტებს ახალგაზრდებმა თავი არ გამოაყენებინონ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები