ეროვნულ ბიბლიოთეკას ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, მწერალი და ჟურნალისტი საიმონ სებაგ მონტეფიორე ესტუმრა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, მწერალი და ჟურნალისტი საიმონ სებაგ მონტეფიორე ესტუმრა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, რუსეთის ისტორიის სპეციალისტმა და მკვლევარმა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი და იშვიათ გამოცემათა განყოფილების საცავი მოინახულა, დაათვალიერა ალბომები და წიგნები, რომლებიც მას მომავალი კვლევისთვის გამოადგება.
მწერალი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს – კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა. ისაუბრეს ბიბლიოთეკის ფონდებზე, მუზეუმებზე, იშვიათ გამოცემებზე.
„ახალგაზრდა სტალინის შესახებაა კონსტანტინე გამსახურდიას რომანი „ბელადიც“, რომელიც ტრილოგიად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ, თავად სტალინის მოთხოვნით, პირველი ნაწილის გამოსვლის შემდეგ რომანი აღარ გაგრძელებულა. თუ რატომ, ეს ცალკე განხილვის თემაა. მონტეფიორეს კონსტანტინე გამსახურდიას რომანი „ბელადი“ თავის გამოცემებში ნახსენები აქვს“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია.
საიმონ სებაგ მონტეფიორეს ქართველი მკითხველი მისი ცნობილი ტექსტების („ახალგაზრდა სტალინი“, „სტალინი, წითელი მეფის კარი“, „იერუსალიმი: ბიოგრაფია“) ქართული თარგმანებით იცნობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები