პაპუაშვილი – მდინარაძის მოადგილეებზე: მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს იმ მოადგილეებს, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ის ამოცანები, რომლებსაც ხელმძღვანელი დაუსახავს

“მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს იმ მოადგილეებს, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ის ამოცანები, რომელსაც ხელმძღვანელი დაუსახავს, როგორც ინსტიტუციური რეფორმირების თუ ცვლილების მხრივ, ისე თავად საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მხრივ”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან სუს-ის ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის მიერ დანიშნულ ახალ მოადგილეებზე ისაუბრა.

„თავისთავად თავად მამუკა მდინარაძის გამოცდილებიდან, პიროვნებიდან, პროფესიული თვისებებიდან და მათ შორის პოლიტიკური ალღოდან, რაც ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელისთვის, გამომდინარე ეჭვი არც გვეპარებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის პირველივე დღიდან სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ამიტომ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს იმ მოადგილეებს, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ის ამოცანები, რომელსაც ხელმძღვანელი დაუსახავს, როგორც ინსტიტუციური რეფორმირების თუ ცვლილების მხრივ, ისე თავად საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მხრივ. მამუკა მდინარაძეს აქვს, როგორ პრემიერ-მინისტრის, ასევე, გუშინ პარლამენტის კენჭისყრის შედეგად პარლამენტის სრული ნდობა და ვუსურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები