”თბილისელებმა ნახეს, თუ რა შეუძლია კახა კალაძეს ჭავჭავაძის გამზირისა და სხვა ქუჩების მაგალითზე, როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა, როგორ მწვანდება” – პაპუაშვილი
“თბილისელებმა ნახეს, კახა კალაძის ორი ვადის განმავლობაში თუ როგორ კეთდება საქმე და ცხადია, რომ ამ არჩევნებში კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი უკვე სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
„ნახეთ, რომ აქამდე მერმა ჩააბარა ანგარიში თბილისელებს, თუ რა გაკეთდა დღევანდელი დღის ჩავლით. და დღეს მოვისმინეთ კახა კალაძის გეგმები ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ამ პრეზენტაციაში ვნახეთ, რომ გაორმაგებული ტემპებით გაგრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის რუსთაველი გამზირის, ვაჟა-ფშაველას, გურამიშვილის გამზირის მოწყობა. თბილისელებმა ნახეს, თუ რა შეუძლია კახა კალაძეს ჭავჭავაძის გამზირისა და სხვა ქუჩების მაგალითზე, როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა, როგორ მწვანდება, როგორ იქმნება მოქალაქეებისთვის სუფთა, ეკოლოგიური გარემო. ზუსტად ასეთივე მიდგომა იქნება ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, გურამიშვილის გამზირების მიმართულებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.