„სახელისა და დიდების ფენომენი ანტიკურ ლიტერატურაში“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
9 სექტემბერს ქეთი ნიჟარაძის წიგნის, „სახელისა და დიდების ფენომენი ანტიკურ ლიტერატურაში“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ავტორთან ერთად წიგნზე ისაუბრებენ:
▪️ მწერალი და ჟურნალისტი – თეონა დოლენჯაშვილი.
▪️ მწერალი და დრამატურგი – ლაშა ბუღაძე,
▪️ პროფესორი – სოფიო შამანიდი,
▪️ ელინისტი და მთარგმნელი – თათია მთვარელიძე.
პრეზენტაციაზე გაიმართება მხატვარ ნოდარ ბადურაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ნამუშევრების თემაა ანტიკური ლიტერატურისა და მითოლოგიის სამყარო. „სახელისა და დიდების ფენომენი ანტიკურ ლიტერატურაში“ ნოდარ ბადურაშვილის მიერ არის ილუსტრირებული.
„ტექსტი ეძღვნება მსოფლიო კულტურის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას – როგორი იყო ძველ სამყაროში ადამიანის ცხოვრების აზრის გაგება და სად ხედავდნენ მოკვდავები სიცოცხლის პესიმისტური ფინალის – სიკვდილის განეიტრალების შესაძლებლობებს. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ გარდატეხას, რაც ჰომეროსმა შეიტანა სიკვდილის წინაშე შიშის საკითხში და რასაც მის შემდეგ ღრმად და საფუძვლიანად განიხილავდნენ ძველი ბერძენი და რომაელი ავტორები“.
წიგნის რედაქტორია რისმაგ გორდეზიანი.
ადგილი – ვაკის პარკის „წიგნის კაფე” (არჩილ მიშველაძის №4).