აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაკანონიერად შეაჩერა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი ფედერალური კვლევითი გრანტები.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს დაახლოებით 2,2 მილიარდი დოლარის დაფინანსება აღუდგება.
მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და აკადემიურ თავისუფლებას არღვევდა.
ჰარვარდის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილებას „აკადემიური დამოუკიდებლობისა და უნივერსიტეტის ავტონომიის გამარჯვება“ უწოდა. თეთრი სახლის განცხადებით კი, სასამართლოს განჩინება გასაჩივრდება.
ცნობისთვის, აპრილში დაფინანსების შემცირების მიზეზად ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტში არსებული ანტისემიტიზმი, “რადიკალური მემარცხენეობა” და რასობრივი მიკერძოება დაასახელა.