თავდაცვის სამინისტროში ძალოვან უწყებებს შორის უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ძალოვან უწყებებს შორის უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კოლეგა ძალოვანი უწყებიდან ალექსანდრე ჭიკაიძე მიიღო. მეოთხე სამუშაო შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვისა და შს მინისტრების მოადგილეები, გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვისა და შს სამინისტროების სხვა ხელმძღვანელი პირები. მინისტრებმა კრიზისის მართვის ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის საკითხები განიხილეს და ორივე უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. “ძალოვან სამინისტროებს შორის სამუშაო შეხვედრა უკვე მეოთხედ ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება“,-აცხადებენ სამინისტროში.