ვანო მაჭავარიანი: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს. მათ შორის – შეერთებულ შტატებს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი მთავრობა გახდა.
“მაშინ შეხვედრა არ მოხერხდა, რადგან მთავრობამ არ მოინდომა მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა და ის ჩაიშალა. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. დღეს კი სხვა ვითარებაა, მდგომარეობა გართულდა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის ორგანიზება ძნელია, თუმცა თუ პარტნიორი ქვეყნები ჩაერთვებიან, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება. ეს აუცილებელიცაა, რადგან რუსეთმა სოხუმთან ე.წ. ინტეგრაციის ხელშკერულების გაფორმება გადაწყვიტა”, – განაცხადა მაჭავრიანმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები