დავით ბერძენიშვილი პარტიის სახელით საზოგადოებას ბოდიშს უხდის

  “რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დავით ბერძენიშვილი “რესპუბლიკური პარტიის” სახელით ბოდიშს უხდის საზოგადოებას, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეების მასშტაბები კარგად ავერ გაიაზრეს და ამ საკითხზე არსებითი საკანონმდებლო ინიციატივები არ ჰქონიათ.
ამის შესახებ დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში გადაცემაში “სუბიექტური აზრი” სტუმრობისას განაცხადა.
ბერძენიშვილი მიიჩევს, რომ ქალების როლის ზრდის თვალსაზრისით პოლიტიკაშიც და ხელისუფლებაშიც სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი.
“ბოლო დღეებში საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი თემა წამოიჭრა _ შოკისმომგვრელი ძალადობა ქალებზე და რუსეთის მიერ დაწყებული ძალიან სახიფათო პროცესები აფხაზეთში. ის, რომ ქართულ საზოგადოებას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, “რესპუბლიკური პარტიის” ჩათვლით, ამდენი ხნის განმვალობაში რაიმე ხელშესახები, არსებითი საკნონმდებლო ინიციატივა არ გვქონია და კარგად გააზრებული არ გქვონდა, რა მასშტაბის ძალადობაზეა საუბარი, რა მასშტაბის საფთხეებია ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მხრივ, ამაზე ბოდიში გვაქვს მოსახდელი. “რესპუბლიკელები” შემოფარგლული ვიყავით მხოლოდ იმით, რომ პარტიაში მეტი ლიდერი ქალია, ვიდრე სხვა პარტიებში და საკრებულეობში გაცილებით მეტი “რესპუბლიკელი” ქალი გვყავს, ვიდრე ყველა პარტიის წარმომადგენელი ერთად აღებული. ჩვენ შემოფარგლული ვიყავით მხოლოდ პარტიის შიგნით ქალების როლის გაზრდის ხელშეწყობით. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ქალია, თინა ხიდაშელი ქალია. თუმცა არც ერთი და არც მეორე, ბუნებრივია, ამ ნიშნით არ არიან “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აშკარაა, რომ სერიოზული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი პოლიტიკაშიც და ხელისუფლებაშიც ქალების როლის ზრდის თვალსაზრისით”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები