არჩილ გორდულაძე: „გორბის“ კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს
„გორბის კვლევა ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი და დარწმუნებულები ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ, „- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციონერების შედეგებს, ფაქტია, რომ მათი შედეგები სულ უფრო და უფრო მცირდება, იმიტომ რომ ასეთია ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ისინი აგენტურას არასდროს არ დაუჭერენ მხარს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% – მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.