ტრამპი: მე რომ არ ვყოფილიყავი, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე არყოფნის შემთხვევაში, მსოფლიოში ექვსი ომი მოხდებოდა.

„მე რომ არ ვყოფილიყავი, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა. ინდოეთი პაკისტანს დაუპირისპირდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან ტაილანდსა და კამბოჯას შორის დავა ახსენა და განაცხადა, რომ მისმა ჩარევამ და სავაჭრო მოლაპარაკებების შეწყვეტის მუქარამ ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვია.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, სერბეთი და კოსოვო კიდევ ერთი სფეროა, სადაც მან ცვლილებები შეიტანა.

ამასთან, მან რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმება დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები