ნიდერლანდების მთავრობამ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ნიდერლანდების მთავრობამ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ-გვირი და ფინანსთა მინისტრი, ბეზალელ სმოტრიჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალებათ, – განაცხადა სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა.
როგორც ნიდერლანდური მედია წერს, ისრაელელი მინისტრების სანქციების მთავარი მიზეზი ღაზის სექტორში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში ღაზაში მიმდინარე მოვლენების გამო ისრაელის ელჩიცაა დაბარებული.
„არსებული ვითარება „აუტანელი და გაუმართლებელია“, – აღნიშნულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში, რომელიც მან დეპუტატებს მისწერა.
მედია აღნიშნავს, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოფმა ადრე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ზომებს მიმართავს, თუ ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ევროპულ შეთანხმებას არ აღასრულებს.