Reuters: საბერძნეთში დაკავებული მაგნატი, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვაში ექსტრადიციას დათანხმდა

მოლდოველი ბიზნესმაგნატი ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელიც საბერძნეთში 1 მილიარდი დოლარის თაღლითობის საქმესთან დაკავშირებული ორდერის საფუძველზე დააკავეს, მზადაა მოლდოვაში ექსტრადირებას დათანხმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

პლახოტნიუკი ყოფილი კანონმდებელი და მოლდოვას ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად არის მიჩნეული. ის მოლდოვას „საუკუნის ქურდობაში“ ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია, რაც 2013 წელს ქვეყნის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხა იმ დროს ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს მშპ-ს 12%-ს შეადგენდა.

დაკავებული ბიზნესმაგნატი დანაშაულს არ აღიარებს.

„ჩემი კლიენტი ოფიციალურად დათანხმდა მოლდოვაში ექსტრადირებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა ლუსიან როგაჩმა.

მანვე დასძინა, რომ პლახოტნიუკი „მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო სასამართლო ორგანოებთან“ და ექსტრადიციის პროცედურებთან დაკავშირებული ნებისმიერი საბოლოო გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლებას ეკისრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები