მათიკაშვილი – “ლელო”-“გახარია საქართველოსთვის” გაერთიანებაზე: არაფრისმომცემი ალიანსი, არაფრისმომცემი ერთობა
“არაფრისმომცემი ალიანსი, არაფრისმომცემი ერთობა იმიტომ, რომ შედეგობრივად ვერაფერს სასიკეთოს რადიკალური ძალებისთვის ვერ მოიტანს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს და წინასაარჩევნოდ “ლელოსა” და გახარიას პარტიის გაერთიანებას ეხმაურება.
“ეს ისევ კარგად აჩვენებს იმ მცდელობას, ქვეყნის ფარგლებს გარედან, აქ ინსცენირება მოახდინონ თითქოს და შუაშისტური ძალების გამოყოფის.
გახარიას და “ნაცმოძრაობას” 4 მუნიციპალიტეტში აქვთ არაჩვეულებრივი ერთობა და პოლიტიკური ქორწინება. “ლელო” და ხაზარაძე- ჯაფარიძე “ნაცმოძრაობის” ყოფილი ბანკირები და ჯიბეები რომ დღეს ვერაფრით ვერ იქნება “ნაცმოძრაობისგან” გამიჯნული, ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ.
არის მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის ტყუილით მოხდეს გარკვეული პოლიტიკური ბენეფისების და უპირატესობის მონიჭება, რომელსაც უშედეგო ფინიში ექნება. 64-ვე მუნიციპალიტეტში ექნებათ მძიმე დამარცხება რადიკალებს”, – ამბობს დეპუტატი.