“უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება; ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ” – მახაშვილი

“ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან არაერთი უსამართლო ნაბიჯი და პირობა იყო მიღებული, მოლოდინი არ მაქვს, რომ კაია კალასის მიერ ნახსენებ წერილში რაიმე გამყარებული მტკიცებულებების საფუძველზე იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

“ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ თემაზე კითხვები არ გაჩნდეს. რაც შეეხება წერილს, რომელიც კაია კალასმა ახსენა, აქაც ახალი არაფერია, სავარაუდოდ, საუბარია ევროკომისიის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ დასკვნაზე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს ეხებოდა. მაშინ, იქ, რამდენიმე საკითხი იყო აღნიშნული, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა. ეს იყო – გამჭვირვალობის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების გაუქმება, ასევე ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული საკითხები, წერილში სავარაუდოდ, ყურადღება ამ საკითხებზე იქნება გამახვილებული. წერილი მოვა, ვნახავთ, შევისწავლით და შესაბამისს გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები