გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის სრული რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის სრული რეაბილიტაცია იწყება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025-2027 წლებს მოიცავს. პროექტით გათვალისწინებულია შენობის გამაგრება, თანამედროვე სისტემებით აღჭურვა და შიდა კომუნიკაციების განახლება.
რეაბილიტაციის გეგმა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მუზეუმების სამმართველოს უფროს მაკა სოხაძესთან, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თეა თვალავაძესთან, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიასთან, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილსა და მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად განიხილა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში ლიტერატურის მუზეუმში დაცული უნიკალური ფონდები და მუზეუმის თანამშრომლები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებენ ბინას.
მუზეუმში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით 50 წელია, არ ჩატარებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები