ირაკლი კირცხალია: მათი სურვილია, რომ საქართველომ იმოქმედოს კითხვის გარეშე ისე, როგორი დავალებაც წამოვა ბრიუსელიდან

,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კირცხალია, ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას გამოეხმაურა.

,,პირდაპირ და ნათლად არის ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტში, დაფუძნებული უტიფარ სიცრუესა და ტყუილზე.

მიზანი არის ერთი, რომ საქართველო გახადონ პროქსი სახელმწიფო. მათი სურვილია, რომ საქართველომ იმოქმედოს კითხვის გარეშე ისე, როგორი დავალებაც წამოვა ბრიუსელიდან“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები