“ჩვენს ოპონენტებს და რადიკალებს მარტო იმის სურვილი კი არ აქვთ, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, არამედ დიდი ბომბი რომ მოხვდეს ქვეყანას და ამოწყდეს აქაურობა” – მათიკაშვილი

“ჩვენს ოპონენტებს და რადიკალებს მარტო იმის სურვილი კი არ აქვთ, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, არამედ დიდი ბომბი რომ მოხვდეს ქვეყანას და ამოწყდეს აქაურობა, ამის დიდი სურვილიც აქვთ – უვიზო მიმოსვლა არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ამას იცავს საერთაშორისო შეთანხმებები”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი “ვერ ეღირსებიან ვერც ბომბებს ჩვენი ქვეყნის თავზე”.

” მადლობა ღმერთს ამისთვის, და ვერც იმ შედეგებს, რაც სურთ. უვიზო მიმოსვლა, ასევე, შესაბამისი ევროინტეგრაციის ყველა მიმართულება არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ამას იცავს საერთაშორისო შეთანხმებები. თუ ევროკავშირმა საერთაშორისო შეთანხმებები დაარღვია, გადახია და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ქართველ ხალხს დასჯიან, ნუ ახლა, ამ გადაწყვეტილებაზე რა მოგახსენოთ,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები