ტულას რეგიონში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, – ამის შესახებ ქალაქის გუბერნატორმა დიმიტრი მილაევმა განაცხადა.
ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ტულას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროლეტარსკის რაიონში გაისმა. როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, იქ სამი მსხვილი თავდაცვის საწარმოა განთავსებული.
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში მათ 155 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 11 მოსკოვის მიმართულებით.
ამასთან, რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა, დაიღუპა 2 ადამიანი.