ირაკლი კობახიძე – გუშინ ვნახეთ 4 პარტია, 40 NGO, მთელი „დიფ სთეითი”, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2000 ქართველ ხალხზე” მეტი ვერ გამოიყვანეს, ბოლომდე გაინადგურა თავი რადიკალურმა ოპოზიციამ
გუშინ ვნახეთ 4 პარტია, 40 NGO, მთელი „დიფ სთეითი”, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2000 ქართველ ხალხზე” მეტი ვერ გამოიყვანეს, ბოლომდე გაინადგურა თავი მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, რადიკალური ოპოზიცია თავს ინადგურებს, ქვეყანა კი ვითარდება.
„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო ინადგურებს თავს, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.