საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
„პერფორმანსებმა, გარკვეულმა დაგეგმილმა დესტრუქციამ მიიღო ძალიან ინტენსიური ხასიათი. სასამართლო სხდომის ნორმალურად წარმართვა და მთავარი თემის გაგება, რაზე მსჯელობს სასამართლო, გადაიფარა ამ პროპაგანდით. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, სად შეიძლება ფოტო-ვიდეო გადაღების გამოყენება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს რეგლამენტის მიხედვით, ჯერ იურიდიულ კომიტეტს წარედგინება, ხოლო შემდეგ პარლამენტის სესიაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.
მკაცრდება რეგულაციები მოსამართლეზე ზემოქმედებასა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაზე. ცვლილება ეხება სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზში, ეზოში ფოტო ვიდეოგადაღებას და ტრანსლაციას.