სოფელ ახალშენში სარწყავი არხი გაიწმინდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ხონი-სამტრედიის სარწყავ სისტემაზე სამუშაოები განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენის ტერიტორიაზე, ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ახალშენის დაახლოებით 155 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდა.

საქართველოს მელიორაციამ, ექსპლუატაციის ღონისძიებები მაისის თვეში დაიწყო და ივნისში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ, 2012 წლიდან დღემდე, იმერეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 15 265 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა, დაშრობილი მიწის ფართობის რაოდენობა 3 385 ჰექტარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები