ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ ნახა, რომ ხალხის მხარდაჭერას ვერ იმატებდნენ, ის კი არადა შეიძლება არსებული მხარდაჭერაც შემოეცალოთ, დასავლეთშიც ალბათ მობეზრდათ ამათი ლოლიავი და ეუბნებიან საქმე დაგვანახეთ
,,დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მასობრივად და ნებაყოფლობით ციხეში წასვლა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არის შეთანხმებული გეგმის ნაწილი. თუმცა რამდენად ჭკვიანურია, ეს ცალკე თემაა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ნახეს, რომ ხალხის მხარდაჭერას ვერ იმატებდნენ. ის კი არადა შეიძლება არსებული მხარდაჭერაც შემოეცალოთ. დასავლეთშიც ალბათ მობეზრდათ ამათი ლოლიავი და ეუბნებიან საქმე დაგვანახეთო
„დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მასობრივად და ნებაყოფლობით ციხეში წასვლა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არის შეთანხმებული გეგმის ნაწილი. თუმცა რამდენად ჭკვიანურია, ეს ცალკე თემაა.
მათ ნახეს, რომ ხალხის მხარდაჭერას ვერ იმატებდნენ. ის კი არადა შეიძლება არსებული მხარდაჭერაც შემოეცალოთ. დასავლეთშიც ალბათ მობეზრდათ ამათი ლოლიავი და ეუბნებიან საქმე დაგვანახეთო და ა.შ.
ჰოდა, გადაწყვიტეს “საქმე დაანახონ” ციხის საკნებში ოპოზიციის ლიდერების “პილიგრიმობით” და “ტანჯულთა” მანტიის მორგებით. თან ამით ვიღაცას აქაც შეაცოდებენ თავს. ხომ იცით ქართველების ამბავი. მაშინვე დაიწყეს ვიშვიში “არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია…” და ა.შ. ვნახოთ რამდენ ხანს გასტანს ამჯერად ეს სპექტაკლი.“ – წერს ანჯაფარიძე.