ირანში ინტერნეტის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა
ინტერნეტ მონიტორინგის სამსახურის, NetBlocks-ის ცნობით, ისრაელთან ორმხრივი დარტყმების ფონზე ირანში ინტერნეტის თითქმის სრული გათიშვა დაფიქსირდა.
„რეალურ დროში მოპოვებული ქსელის მონაცემები აჩვენებს, რომ ირანში, ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტერნეტი სრულად გათიშულია; ინციდენტი მოჰყვა ადრე მომხდარ ნაწილობრივ შეფერხებებს და მოხდა ისრაელთან სამხედრო დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, ორმხრივი სარაკეტო დარტყმების რამდენიმედღიანი პერიოდის შემდეგ“, – ნათქვამია ორგანიზაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.