ირანის უზენაესი ლიდერის თქმით, ქვეყანა ისრაელს საჰაერო სივრცის დარღვევას არ აპატიებს

“ისრაელმა ირანზე თავდასხმით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ამის გამო შედეგებს მოიმკის”, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანი ისრაელს საჰაერო სივრცის დარღვევას არ აპატიებს.

„ირანელი ერი თავს მოხვეული ომის წინააღმდეგია, ისევე როგორც, მისთვის თავს მოხვეული მშვიდობაა მიუღებელი, და ეს ხალხი არავის მითითებებს არ დაემორჩილება“, – აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები