Politico: აშშ ირანში ხელისუფლების შეცვლის მცდელობას არ განიხილავს

თეთრი სახლი ირანში ხელისუფლების შეცვლის მცდელობას არ განიხილავს, ის ბირთვული ობიექტების განადგურებაზე საუბრობს, – ამის შესახებ გამოცემა Politico ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

„დასავლეთ ფრთაში არავინ საუბრობს რეჟიმის შეცვლაზე“, – ციტირებს გამოცემა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს.

მანვე დასძინა, რომ ვაშინგტონი ირანის ბირთვული ობიექტების განადგურებისკენ მიისწრაფვის.

სამშაბათს, 17 ივნისს, პორტალმა Axios-მა, აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავს ქვეყნის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტში ჩართვის და ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ფორდოში მდებარე მიწისქვეშა ურანის გამდიდრების ცენტრზე დარტყმის შესაძლებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები