“დარწმუნებული ვარ, გიორგი გაბიტაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს” – შალვა პაპუაშვილი

“მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური იყოს არა მაკონტროლებელ-სადამსჯელო ორგანიზაცია, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ინსტიტუცია, რომელიც რეკომენდაციებს აძლევს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას თუ როგორ შეიძლება სწორად და ეფექტიანად იყოს აწყობილი ხარჯვის სისტემები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი წარვუდგინე.

მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური იყოს არა მაკონტროლებელ-სადამსჯელო ორგანიზაცია, არამედ უპირველეს ყოვლისა, ინსტიტუცია, რომელიც რეკომენდაციებს აძლევს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას თუ როგორ შეიძლება სწორად და ეფექტიანად იყოს აწყობილი ხარჯვის სისტემები. აუდიტის სამსახურის დასკვნები საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ, რამდენად კანონიერად იხარჯება საჯარო თანხები. ამ მხრივ, აუდიტის სამსახურის პროფესიონალ გუნდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევიან.

დარწმუნებული ვარ, რომ, გიორგი გაბიტაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. პარლამენტის და მთავრობის მოლოდინიც ეს არის, რომ სწრაფ რეჟიმში გვქონდეს შესაძლებლობა, თვალყური ვადევნოთ საჯარო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობას”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები