მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და შეუძლოდ გახდა.
მათე დევიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. განაჩენის გამოცხადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს – ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.