რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით, უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთი ხარკოვს თითქმის ორი საათის მანძილზე ბომბავდა. დაბომბილია საცხოვრებელი რაიონები, სასწავლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

როგორც ტერეხოვი წერს, ათეულობით ავტომობილი დაზიანდა, სკოლებსა და სახლებში მინებია ჩამსხვრეული. დაბომბვის დროს სხვადასხვა სახის დაზიანება 12-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის ოთხი ბავშვია.

ტერეხოვის განცხადებით, რუსეთმა ხარკოვი კამიკაძე-დრონებით დაბომბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები