“მიხარია, რომ შემიძლია, ახალი თაობისთვის შთაგონების წყარო ვიყო” – მერაბ დვალიშვილი

NEWARK, NEW JERSEY - JUNE 07: Merab Dvalishvili of Georgia celebrates after defeating Sean O'Malley of the United States in the bantamweight title bout during UFC 316 at the Prudential Center on June 07, 2025 in Newark, New Jersey. (Photo by Elsa/Getty Images)

მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ორგანიზაციის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.

„ახლა კარგი მომენტია, პრეზიდენტი ტრამპი გვესწრება. მადლობა დანა უაითს (UFC-ის პრეზიდენტი), რადგან მან საშუალება მომცა, მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მქონდეს. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. მიხარია, რომ შემიძლია, ახალი თაობისთვის შთაგონების წყარო ვიყო. მთავარია, მიზანი გქონდეს და შენი თავის გჯეროდეს, ყველაფერი შესაძლებელია.

ჩემთვის მთავარი ვარჯიშია, ყოველდღე ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და ასე გაგრძელებას ვაპირებ. ვიცოდი, შონ ო’მალი პირველი ბრძოლის შემდეგ რაღაცებს შეცვლიდა, თუმცა მეც უკეთესი გავხდი. მას ვაჩვენე, რომ არსენალში უამრავი ტექნიკა მაქვს.

 

მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს მწვრთნელებს. ჩემი ქვეყანა მოტივაციას მაძლევს, საქართველო, მიყვარხარ“, – განაცხადა დვალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები