ვოლსკი – ჯაფარიძეს: შენ, ზურა რაღაც ძველბიჭობ ხომ იცი ბოლო დროს…

მიხეილ სააკაშვილი სიტუაციის დაძაბვის გზით, ხელისუფლების არჩევნების გარეშე შეცვლაზე ღიად საუბრობს, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის სესიაზე გააკეთა.
მის აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა ადგილიდან, რაც შეკამათებაში გადაიზარდა.
“ძალიან გთხოვთ ფარშევანგის ხმებით ნუ ყვირიხართ მაქედან. ცოტა წყნარად დაილაპარაკეთ… კარგით, გაჩერდით, შეურაცხმყოფელი სიტყვების კასკადი დაატრიალეთ და ეს არ შეიძლება ისმოდეს პარლამენტის ტრიბუნიდან. მე მინდა პარტიის ლიდერად აგირჩიონ ბატონო ზურა (ჯაფარიძე) და ცოტა სერიოზულობა გმართებთ, რა ხელებს იქნევთ. პატივს ვცემ იმას, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ საპირისპირო აზრი მაქვს და მაქედან კივილი საჭირო არ არის იმისთვის, რომ მე გამაგონოთ, ჩუმადაც მესმის… შენ, ზურა რაღაც ძველბიჭობ ხომ იცი ბოლო დროს, არ შეიძლება ასე ლაპარაკი…”, – ასე დაასრულა გამოსვლა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები