ნატო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში რუსეთის დელეგაციის შემადგენლობით უკმაყოფილოა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.
„რუსეთმა თურქეთში დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა“, – განაცხადა რუტემ ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 15 მაისს, სტამბოლში, დღის მეორე ნახევარში დაიწყება.