„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი წარმომადგენლობა ჰყავდა, პარლამენტში არ შემოვიდა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი რევოლუციისა და დესტაბილიზაციის მოწყობაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი წარმომადგენლობა ჰყავდა, პარლამენტში არ შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ მათ რევოლუცია არჩიეს. თავის დროზე, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ხელისუფლების მიმართ უსამართლო იყო. დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, რადგან რევოლუციური გზით სვლა გადაწყვიტეს. მათ შორის არ არსებობს სხვა შეჯიბრება, გარდა იმისა, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს. ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და იქიდან რევოლუციის მოწყობა სჯობს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ მათ მიერ დანერგილი საბოტაჟის გზა დესტაბილიზაციას სჭირდება. ერთიც და მეორეც ერთი მიზნისკენ მიდის, სხვადასხვა გეგმით. რომელი რომელ მხარეს დადგება, როგორც ჩანს, ინსტრუქცია ჯერ არ აქვთ, ან ისეთია, რომ ზოგმა ასე უნდა ილაპარაკოს, ზოგმა – ისე. აქამდე მათი გეგმა იმის იქით არ მიდიოდა, თუ არა სისხლის ღვრა და რევოლუცია, ასევე საქართველოს ცეცხლში ჩართვა. მათგან სხვა იდეა არ მოგვისმენია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.