უკრაინამ რუსულ მხარეს იმ უკრაინელი ბავშვების სია გადასცა, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს

უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარეს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომლებიც ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს.

„დღეს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარეს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს. ეს ასობით ბავშვია, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ და იძულებით გადაასახლა ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ჰყავს.

უკრაინელი ბავშვების დაბრუნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის განუყოფელი ნაწილია და ნდობის მთავარ ელემენტს წარმოადგენს. ჩვენ პასუხს ველით. ბურთი რუსეთის მოედანზეა“, – წერს ანდრეი ერმაკი.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, დღევანდელი რუსეთ- უკრაინის მოლაპარაკებებისას, მხარეებმა ტყვეების გაცვლის საკითხი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები