ქეროლაინ ლევიტი: ტრამპი მზად არის, თურქეთში პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართოს

თეთრი სახლის სპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, თურქეთში რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მზადაა ამისთვის, თუკი საქმე აქამდე მივა, მაგრამ მას სურს, რომ ორივე ლიდერი და ორივე მხარე ერთად დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრის ორგანიზების სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები