ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას spiegel-ი ავრცელებს.

გერმანიის საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ფარული კენჭისყრით 167 ხმა მიიღო.

როგორც ცნობილია, ბერბოკი ერთადერთი კანდიდატი იყო და ის ერთწლიანი ვადით იქნა არჩეული.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დროს მისი კანდიდატურის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მხოლოდ რუსეთმა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები