სუს-ის უფროსი საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 34 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ანრი ოხანაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 34 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტი – მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი – კახა კალაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები.
“იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე უმასპინძლა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.