ინდოეთის ერთ-ერთს სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
გვიან ღამით, ინდოეთის აღმოსავლეთ ქალაქ კოლკატაში, ექვსსართულიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა,- ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა.
პოლიციის წყაროების ცნობით, ხანძრის შესახებ შეტყობინება, დაახლოებით, საღამოს 8:15 საათზე შევიდა და ცეცხლი თავდაპირველად რიტურაჯის სასტუმროს პირველ სართულზე, სამზარეულოსთან ახლოს მდებარე ოთახში გაჩნდა, შემდეგ კი მთლიან შენობას მოედო.
წყაროების ცნობით, სასტუმროს 45-ვე ნომერი თითქმის დაკავებული იყო და შენობაში იმ დროს დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია სასტუმროს ოთახებიდან და სახურავიდან განხორციელდა.
„დაღუპულთა უმეტესობა სასტუმროს კიბეებზე იპოვეს და სიკვდილის მთავარი მიზეზად, სავარაუდოდ, ასფიქსია იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს”,- განაცხადა დასავლეთ ბენგალის შტატის სახანძრო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მინისტრმა სუჯიტ ბოსემ.





