სამტრედიაში, კერძოდ ჯიხაიშში პირველად სერგეთის უბანში — 42-ე ქუჩაზე კაპიტალური გზა იგება, პროექტი სამ ქუჩაზე გრძელდება
სამტრედიის მუნიციპალიტეტში გზების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. დიდ ჯიხაიშში, სერგეთის უბნის მიმდებარედ — 42-ე ქუჩაზე, პირველად იგება კაპიტალური გზა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქამდე ამ ადგილზე მსგავსი სამუშაოები არასდროს ჩატარებულა.
გარდა ამისა, ასფალტის დაგება მიმდინარეობს დიდ ჯიხაიშის სამ ქუჩაზე: 15-ე, 25-ე და 29-ე, სადაც მჭიდრო დასახლებაა და გზა წლებია ადგილობრივების მთავარი პრობლემა იყო.
მიმდინარე სამუშაოები მერმა დავით ბახტაძემ ადგილზე დაათვალიერა ზედამხედველობის სამსახურისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
ბახტაძის თქმით, ინფრასტრუქტურის ყველა უბანში განვითარება მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ყველა უბანში თანაბრად განვითარდეს. ასეთი პროექტებით ყოველდღიურობა უნდა გაუმჯობესდეს თითოეულ ოჯახში,” – ამბობს ბახტაძე.