ვარძიასთან, მტკვარში ტურისტი დაიხრჩო
ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში ტურისტი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მაშველები მას 29 აპრილის საღამოს შემდეგ ეძებდნენ.
ტურისტის ცხედარი დღეს დილით იპოვეს.