ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრს გამარჯვება მიულოცა – ისინი ერთმანეთს მალე შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის დაურეკა და მას ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდებიან,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ორშაბათის კენჭისყრის შემდეგ, ორი ქვეყანა ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

“ორი ლიდერი შეთანხმდა კანადისა და შეერთებული შტატების, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ერების ურთიერთ გაუმჯობესებისთვის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე”,- აცხადებენ კანადის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში.

როგორც “ბიბისი” წერს, ის ფაქტი, რომ კარნიმ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა, მის ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკებებისა და მთელი რიგი შიდა საკითხების გადაჭრის გადაუდებელ ამოცანას კიდევ უფრო გაართულებს, რადგან მას სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მოპოვება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ლიბერალებმა, სავარაუდოდ, 169 ადგილი მოიპოვეს, რაც სამი ადგილით ნაკლებია კანადის თემთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 172 ადგილიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები