,,დღითი დღე კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებით, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უფლებების დარღვევა განსაკუთრებით 2003-2012 წლებში”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანი იყო.
„საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ასეთი ფაქტების შესწავლით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ კომისიის შექმნა. რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის ამ ყოველივეს მოსმენა, ფაქტია, რომ ეს აუცილებელია სულ მცირე პრევენციისთვის, რომ საქართველოში მსგავსი არასოდეს განხორციელდეს. დღითი დღე კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებით, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უფლებების დარღვევა განსაკუთრებით 2003-2012 წლებში“, – აღნიშნა მიქანაძემ.